ჭდე: ქუჩა

ქუთაისის ქუჩებში კანალიზაცია მოედინება

ქუთაისის ქუჩებში კანალიზაცია მოედინება

ინფრასტრუქტურული პრობლემები ქუთაისში – ქუჩებში ყოველი წვიმის შემდეგ ტბები დგება. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და ამბობენ, რომ კანალიზაცია გზებზე მოედინება და სახლების ეზოებში შედის. როგორც mtavari.tv-ის ადგილობრივები ეუბნებიან, უკვე 2 წელია, გადათხრილი ქუჩების გამო, გადაადგილება შეუძლებელია. მთავარი

მადრიდის ერთ-ერთ ქუჩას ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელი უწოდეს

მადრიდის ერთ-ერთ ქუჩას ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელი უწოდეს

მადრიდის ერთ-ერთ ქუჩას ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელი უწოდეს. ამის შესახებ ფეისბუქში კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა: “ეხლა მამცნეს, რომ მადრიდში ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა ნიკოლოზ შერაზადაშვილის სახელი. ეს ახალგაზრდა კაცი ესპანეთის სახელით ასპარეზობდა მსოფლიო ჩემპიონატზე ძიოუდოში, 70-80 კილო წონით კატეგორიაში. ის ესპანეთის სახელით პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა – ესპანეთს დღემდე არ ახსოვს ეს ტიტული სპორტის აღნიშნულ სახეობაში.”

გლდანში სამანქანო ქუჩა ჩაინგრა

გლდანში სამანქანო ქუჩა ჩაინგრა

გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი, რომელიც შესაბამის სამუშაოებს ატარებს. აღნიშნულის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. დედაქალაქის მერიაში ამ დროისთვის არ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია ახალდაგებული ასფალტის საფარის დაზიანება.

რამიშვილის ქუჩა, შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს

რამიშვილის ქუჩა, შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს

ვაკეში, რამიშვილის ქუჩა, შესაძლოა, ცალმხრივი გახდეს, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად დღეს რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. კალაძის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით ტრანსპორტირების სამსახური უკვე მუშაობს. რაც შეეხება ქუჩის რეაბიოლიტაციის, პროცესს, რომელიც 11 აპრილს დაიწყო და ერთ თვეში დასრულდება, იგეგმება გზის სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და ბორდიურების, ასევე, ახალი […]

ქუჩაში ლანძღვა-გინებაზე 1000 ლარამდე ჯარიმა წესდება

ქუჩაში ლანძღვა-გინებაზე 1000 ლარამდე ჯარიმა წესდება

ცვლილებები იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის ინიციატორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა. კანონპროექტის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა – საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარიდან 1000 ლარამდე თანხით, ნაცვლად 100 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ზომის გამოყენება არასაკმარისად მიიჩნევა, ამას დაემატება 15 დღემდე […]