ქუჩაში ლანძღვა-გინებაზე 1000 ლარამდე ჯარიმა წესდება

ქუჩაში ლანძღვა-გინებაზე 1000 ლარამდე ჯარიმა წესდებაცვლილებები იგეგმება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის ინიციატორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა.

კანონპროექტის თანახმად, წვრილმანი ხულიგნობა – საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი ქმედება, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს არღვევს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 500 ლარიდან 1000 ლარამდე თანხით, ნაცვლად 100 ლარისა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ზომის გამოყენება არასაკმარისად მიიჩნევა, ამას დაემატება 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება.

ამასთან, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება გამოწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ნაცვლად 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებისა.

ცნობისთვის, აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს იარაღის ტარების უფლება სამი წლის ვადით ჩამოერთმევა.