ჭდე: გადადგომა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი გადადგა

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. „დიახ, მე ვტოვებ ისრაელის თავდაცვის მინისტრის პოსტს. უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩვენ უნდა დაგვესრულებინა ჩვენი ქმედებები ღაზას სექტორში. ის დარტყმა, რომელიც ჩვენ ღაზას სექტორში ტერორისტულ ინფრასტრუქტურას მივაყენეთ, ჩემი აზრით, არასაკმარისი იყო. თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩენით არ ვიცი როგორ შევხედავდი თვალებში სამხრეთ ისრაელის მოსახლეობას“, – […]

ზვიად მიხანაშვილმა პენიტენციური სამსახური დატოვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, ზვიად მიხანაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია “ნიუპოსტს” პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მიხანაშვილმა იუსტიციის მინისტს გათავისუფლების თაობაზე პირადეად მიმართა. განცხადება თეა წულუკიანმა უკვე დააკმაყოფილა. მინისტრმა ამ პოსტზე თავისი მოადგილე გიორგი პატარიძე დანიშნა. შეკითხვა, უკავშირდება თუ არა მიხანაშვილის გათავისუფლება ციხიდან აუდიოჩანაწერების გავრცელებას, წულუკიანმა უპასუხოდ დატოვა. აღნიშნულ საკითხზე […]

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე გადადგა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან გადადგა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ლევან გამყრელიძე თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა. საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობას ამიერიდან სოსო რამიშვილი შეასრულებს, რომელიც ლევან გამყრელიძის მოადგილედ მუშაობდა. ლევან გამყრელიძე საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2017 წლის 9 ივნისს დაინიშნა. მანამდე მას შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. რუსთავი 2

გაეროში ამერიკის ელჩმა ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა

გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილების შესახებ ჰეილიმ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვედრის დროს აცნობა. ტრამპმა ტვიტერზე ჰეილისთან შეხვედრის შესახებ დაწერა და მას მეგობარი უწოდა. რა გახდა პოსტიდან წასვლის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ნიკი ჰეილი გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენლად დანიშვნამდე, სამხრეთ კაროლინის გუბერნატორი იყო.

ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი ჯუმბერ იზორია გადადგა

ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გადადგა. ჯუმბერ იზორიამ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. “კურიერთან” საუბრის დროს იზორია ადასტურებს, რომ მისი გადადგომა 29 სექტემბრის ”შაბათის კურიერში” გასულ რეპორტაჟს უკავშირდება. სწორედ პოლიციის უკვე ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახიდან იყიდებოდა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოტანილი კონტრაბანდული სიგარეტი და საწვავი. თამბაქოს რეალიზაცია “კურიერმა” ფარული კამერით გადაიღო, რის გამოც იზორიას ოჯახმა გადამღებ ჯგუფს კამერა დაამტვრია […]

ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე გადადგა

ჭიათურის მერმა, პაატა ნადირაძემ თანამდებობა დატოვა. ნადირაძე გადადგომის კონკრეტულ მიზეზებზე ამ დროისთვის არ საუბრობს და აცხადებს, რომ მიზეზებთან დაკავშირებით განცხადებას მომავალში გააკეთებს. პაატა ნადირაძე ჭიათურის მერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა, მანამდე ის იმერეთის პირველი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. პირველი არხი

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი თანამდებობას ტოვებს. Bm.ge-ის ინფორმაციით, ის ეკონომიკის სამინისტროდან საკუთარი სურვილით მიდის. გიორგი ჩერქეზიშვილი საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს. Bm.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული არ დაადასტურეს. “ჯერჯერობით, არ ვადასტურებთ. გიორგი ჩერქეზიშვილი შვებულებაშია”, – განაცხადეს სამინისტროში. გიორგი ჩერქეზიშვილს 2017 წლის მარტიდან საქართველოს […]

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ავთო იმედაძე გადადგა

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფოს) გენერალურმა დირექტორმა ავთო იმედაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად პროფესორმა იმედაძემ “საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი, „კლინიკების განვითარების კომპანიის“ გადაწყვეტილება დაასახელა. მისი განმარტებით, უთანხმოება „საპარატნიორო ფონდსა“ და მას შორის, კლინიკაში „საპარტნიორო ფონდის“ შესვლის დღიდან, სამი წლის წინ დაიწყო. 18 სექტემბერს „საპარტნიორო ფონდმა“ რესპუბლიკური საავადმყოფოს […]

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია გადადგა

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია თანამდებობიდან გადადგა „მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ზუგდიდელების სამსახურში. მადლობას ვუხდი თითოეულ ამომრჩეველს და მხარდამჭერს“, – წერს ზუგდიდის მერი ლაშა გოგია Facebook-ზე.

51-ე სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენიამ თანამდებობა დატოვა

51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება თავად სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე. ყენიას თქმით, მან ეს თანამდებობა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დატოვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ამის შესახებ თინათინ ყენიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ყენია აცხადებს, მან სკოლა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დატოვა. “მე არ ვმუშაობ სკოლაში […]

akhalitaoba.ge © 2017-2018