ჭდე: მამუკა ბახტაძე

რატომ უჩივლა მამუკა ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში უჩივლა. კურიერს სანდო წყარომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს განჩინება მიაწოდა. საქმეში მოდავე მინისტრი მამუკა ბახტაძეა, მოპასუხე კი იამზე კალანდაძე – ქალი, რომელმაც პრემიერის ოჯახს დიდი ფული ასესხა. მოპასუხეთა შორისაა პრემიერის დედა – მანანა ნანიტაშვილი. კურიერის კითხვამ, რატომ უჩივლა პრემიერმა დედას სასამართლოში, საქართველოს მთავრობის მეთაური გააბრაზა. სკანდალური ისტორია 2011 წლის 23 […]

მამუკა ბახტაძე საკუთარ დედას სასამართლოში უჩივის

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე საკუთარ დედას, მანანა ნანიტაშვილს, სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ დღევანდელ საღამოს კურიერში იქნება საუბარი. რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მტკიცებით, არსებობს სქემა, რომლის მიხედვითაც პრემიერი ოჯახი ვალებს არ იხდიდა. შაბათის კურიერი ამბობს, რომ  2012 წელს მამუკა ბახტაძეს სახლიდან ასახლებდნენ.

მამუკა ბახტაძე – “საქართველოს 600.000 მოქალაქეს ვალები გაუნულდება – პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება”

ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივაზე  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ბრიფინგზე ისაუბრა. საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება. პრემიერის თქმით, ვალების განულების პროცესი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება. „მადლობა ფონდ „ქართუს“. რომ […]

კალაძე – ”ხვალ მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობის და შავი სიების მოგვარებაზე განცხადებას გააკეთებს”

“ქართული ოცნების” ლიდერმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში განცხადება გააკეთა და ხვალ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივა დაანონსა, რომელიც მოსახლეობის ჭარბვალიანობისა და ე.წ. “შავი სიების” პრობლემის მოგვარებას შეეხება. “ქართული ოცნება” ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარემ პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო. მინდა მივმართო ნაციონალური […]

„ქართული ოცნების“ ოფისში მამუკა ბახტაძე მივიდა – ივანიშვილიც და ზურაბიშვილიც როსტომ მეფის სასახლეში არიან

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მივიდა. „ოცნების“ ოფისში ამ დროისთვის იმყოფებიან პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და მმართველი გუნდის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. დღეს აღნიშნულ ოფისში შეხვედრა გაიმართა ბიძინა ივანიშვილსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის.

მამუკა ბახტაძე მაია ცქიტიშვილს მოხსნის? – “ზოგიერთი მუნიციპალიტეტით უკმაყოფილო ვართ”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გარკვეულ მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა მიმართულებით და მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა, თუმცა მამუკა ბახტაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებას არ ადასტურებს. ბახტაძის თქმით, მაია ცქიტიშვილის მსგავსი სახელმწიფო მოხელეები ბევრი უნდა იყვნენ მთავრობაში. „ჩვენ ვართ უკმაყოფილო გარკვეული მიმართულებებით და მენეჯმენტის იმ სტანდარტით გარკვეულ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის რეგიონულ მმართველობაში. ახალი გუბერნატორები გვყავს, რომლებიც […]

მამუკა ბახტაძე გიორგი მარგველაშვილს – “მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ”

მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ შეთავაზებაზე საუბრისას განაცხადა. „საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის […]

გიორგი მარგველაშილი პრემიერ-მინისტრს მთავრობის საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს მიმართავს და უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომის მოწვევას სთხოვს, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ის პრობლემური საკითხები, რომლებიც დღეს ქვეყანაშ არსებობს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართული ბრიფინგის ფარგლებში ისაუბრა: „გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან, საქართველოს მთავრობასთან ვითათბიროთ ვითარების სწორი შეფასებისა და შესაბამისი ზომების გატარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ვიყენებ ჩემ კონსტიტუციურ უფლებას და მივმართავ […]

ნინო ჯანგირაშვილი მამუკა ბახტაძეზე – “ესეც რომ მომიტრიალდეს და ნაცი ხარო მითხრას, დედას გეფიცებით, ტუფლს გავიხდი და ვესვრი”

ნინო ჯანგირაშვილმა მამუკა ბახტაძეზე ფეისბუქში დაწერა: “იიიიი, ჩაქრი შენა.  😁 ეს მაინც რომ გააჩუმონ ამ თემაზე არ შეიძლება? 2012 წლის ზაფხულში მე პირადად აქციებზე რომ ვიხრუკებოდი, ხან მაესტროს თეფშებს ვიხვეწებოდით და ხან მედიაზე სხვა ტიპის ზეწოლას ვაპროტესტებდი, ამ ბუბლიკმა ზუსტად იმ დროს 20.000 ლარი შესწირა ნაცებს. ახლა ერთ დღეს ესეც რომ მომიტრიალდეს და ნაცი ხარო მითხრას […]

„პრემიერს სხვა არჩევანი არ ჰქონდა, უნდა ეთქვა ის, რაც თქვა“ – სამადაშვილი მამუკა ბახტაძის გაეროში გამოსვლას აფასებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გამოსვლა გაერო-ში – პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პრემიერს მძაფრი განცხადებების გაკეთება მხოლოდ იმიტომ მოუწია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ოკუპაციაზე მკვეთრი განცხადება და აღნიშნა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო. „იმას, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, იძახის არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი, არამედ […]

akhalitaoba.ge © 2017-2019