მამუკა ბახტაძის საყვარელი ქალი იანა კოკოულინაა

მამუკა ბახტაძის საყვარელი ქალი იანა კოკოულინააყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ჭორების ეპიცენტრში პირველად მაშინ მოხვდა, როდესაც პრემიერის თანამდებობაზე დაინიშნა. მაშინ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ბახტაძე ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილის, გვანცას საქმრო იყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბახტაძე ივანიშვილის სასიძო გახლდათ, არც მეტი არც ნაკლები, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

მაშინდელი პრემიერი ჭორებს არ გაექცა და მის გარშემო გავრცელებულ ხმებს ერთ-ერთი ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით უპასუხა.

“მე მესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს. შემიძლია, მარტივად გიპასუხოთ, რომ მის არც ერთ მოსაზრებას არანაირი
საფუძველი არა აქვს. აქვე გეტყვით, რომ ივანიშვილის არც ერთ შვილს არ ვიცნობ”, – განაცხადა ბახტაძემ.

თბილისში არაფერი იმალება და ბუნებრივია, არც თანამდებობიდან წასული პრემიერის პირადი ცხოვრების ამბები დარჩა გასაიდუმლოებული. „რეიტინგისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მამუკა ბახტაძეს ჰყავს საყვარელი ქალი, რომელთანაც 6-წლიანი ურთიერთობა აქვს. ბახტაძის რჩეული ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა. ის სხვადასხვა კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და არაერთ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს.

როგორც ყოფილ პრემიერთან დაახლოებულმა პირმა გვიამბო, მაშინ როცა ახალგაზრდა პრემიერი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაინიშნა, საყვარელი ქალის უსაფრთხოებისთვის, მის სახლთან სათვალთვალო კამერები დაამონტაჟებინა, თუმცა, თანამდებობაზე დანიშვნის გამო, წყვილმა დაქორწინება დროებით გადადო.

როგორც ამბობენ, წყვილი უკვე ტყუპს ელოდება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლის შემდეგ, ბახტაძე ურთიერთობის აფიშირებას აღარ გაურბის – ექს-პრემიერის საყვარელმა ქალმა სოციალურ ქსელ “ტელეგრამში” მამუკა ბახტაძესთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, სადაც წყვილი ზამთრის კურორტზე ისვენებს.

„რეიტინგი“ შეეცადა, ინფორმაცია იანა კოკოულინასთან გადაემოწმებინა, თუმცა, მან არც სატელეფონო ზარებზე გვიპასუხა და არც შეტყობინებებზე.

რეიტინგი