ჭდე: რუსთავი

,,არ გააღოთ ფანჯრები და მოერიდეთ გარე აქტივობებს”- გაფრთხილება მოსახლეობას

,,არ გააღოთ ფანჯრები და მოერიდეთ გარე აქტივობებს”- გაფრთხილება მოსახლეობას

,,ჩემი ქალაქი მკლავს” სოციალურ ქსელში ჰაერის დაბინძურების რუკას აქვეყნებს და წერს: ,,თბილისი დღეს თბილისსა და რუსთავში ტრანსსასაზღვრო დაბინძურებაა, უდაბნოს მტვერი არის შემოსული ნუ გააღებთ ფანჯრებს და მოერიდეთ გარე აქტივობებს რისკ ჯგუფები არიან : ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, გულის და ფილტვის მქონე ავადობის პირები, ეს დაბინძურება მალე გადავა ამიტომ აკონტროლეთ ჩვენი ვებ გვერდი სადაც ნახავთ ჰაერის ხარისხის […]

კაცმა დეიდას ბინის გადაფორმება მოსთხოვა და უარის მიღების შემდეგ სცემა – რა მოხდა რუსთავში

ოზურგეთში მამამ შვილი მოკლა

„ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ლეონიძის ქუჩაზე, 40 წლამდე კაცმა დეიდას სცემა. არსებული ინფორმაციით, ქალსა და მის დისშვილს შორის შელაპარაკება ბინის საკითხზე დაიწყო. კაცს სურდა, რომ დეიდას ბინა მისთვის გადაეფორმებინა, რაზეც ქალმა უარი განაცხადა. ფიზიკური დაპირისპირების გამო კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს. თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ კაცმა შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია და კიდევ მივიდა დეიდასთან. ქალმა სამართალდამცავებს მიმართა, […]

ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავის ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავის ქუჩები დაიტბორა

დღეს ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა რუსთავში, რის შედეგადაც უხვი ნალექის გამო ქალაქის ქუჩები დატბორილია. ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.

რუსთავის შემოგარენში ღორმა და მელამ ორი ადამიანი დაკბინა

19 წლის ქუთაისელი თბილისის ღამის კლუბში ნარკოინტოქსიკაციას ემსხვერპლა

უსთავის შემოგარენში ღორმა და მელამ ორი ადამიანი დაკბინა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, „ინფო რუსთავი“ ავრცელებს. რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ხელმძღვანელის, ირაკლი ჯანგულაშვილის განცხადებით, პაციენტებს შესაბამისი ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდათ. მისივე თქმით, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რუსთავში 25 წლის მამაკაცმა მაღაზიიდან ყავა მოიპარა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

რუსთავში ქურდობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. „ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XIX მიკრორაიონში, ერთ-ერთ მაღაზიაში, 25 წლამდე მამაკაცმა ძვირადღირებული ყავა მოიპარა. ფაქტის შესახებ აცნობეს პოლიციას. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შემდეგ სამართალდამცავებმა ბრალდებულის სახით მამაკაცი დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

„დირექტორმა გამომიცხადა, რომ ასეთი ბავშვისთვის არ აქვს დრო და ადგილი!“ – რუსთავში 9 წლის შშმ გოგო საცურაო აუზზე არ დაუშვეს

„დირექტორმა გამომიცხადა, რომ ასეთი ბავშვისთვის არ აქვს დრო და ადგილი!“ - რუსთავში 9 წლის შშმ გოგო საცურაო აუზზე არ დაუშვეს

შშმ,  9 წლის ბავშვის დედა სოციალურ ქსელში წერს: „ძალიან მინდა, ეს პოსტი დაიდოს!!! ისეთი გაბრაზებული… გაბრაზებული არა, უფრო ნაწყენი და ნატკენი ვარ, არ ვიცი როგორ გადმოგცეთ!!! აქვე მოვნიშნავდი(და ვინმემ კომენტარებში მომინიშნეთ თუ შეგიძლიათ) საცურაო აუზი „თოლია”… მოკლედ, ვარ დედა ულამაზესიი და უთბილესი 9 წლის გოგოსი, რომელიც მზესავით ანათებს, რომელსაც მამიკო 6 წელია ანგელოზად ყავს და […]

პაციენტთან მისული სასწრაფოს 3 ექიმი ლიფტის შახტში ჩავარდა

მეორე კლასელს ავტომობილი დაეჯახა

რუსთავში, მე-15 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი” კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრებელზე დაყრდნობით ავრცელებს. ადგილობრივის ცნობით, შემთხვევის დროს ლიფტში გამოძახებაზე მყოფი სასწრაფო-სამედიცინო დამხარების ექიმები იმყოფებოდნენ. „გუშინ 3 ადამიანი შევიდა ლიფტში, საწრაფოს ექიმები და მესამე სართულიდან კარი დაიკეტა თუ არა, უცებ მოწყვეტით კაბინა ჩავარდა და გაჩერდა მესამე-მეორე სართულებს შორის. საშინელი ხმაური იყო. გავაღეთ ეს კარები […]

რუსთავში სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოზარდი მოიტაცეს

ავტობუსი, რომელსაც კოვიდინფიცირებულები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა

რუსთავში, მოზარდი მოიტაცეს. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ძველ რუსთავში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან არასრულწლოვანი გოგონა ორმა პირმა, 35 წლამდე მამაკაცებმა მოიტაცეს. არსებული ინფორმაციით, კაცებმა გოგო მოტყუებით წაიყვანეს, ერთ-ერთ სოფელში გადამალეს. მოტაცების მიზანი გოგონას ცოლად მოყვანა იყო. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2 პირი დააკავეს ხოლო 1 პასუხისგებაში მისცეს.

რუსთავში 3 წლის ბავშვი მე-3 სართულიდან გადავარდა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის ფანჯრიდან ბავშვი გადმოვარდა. „ინფო რუსთავის” ინფორმაციით, დაშავებული 3 წლის გოგონა კლინიკაში გადაყვანისას კონტაქტური იყო. “უკან მივიხედე, მე მეგონა პარკი ჩამოვარდა მეთქი. მერე დედამისი წამოვიდა ტირილით, შვილო, შვილოო და მივხვდი, რომ რაღაც საშინელება მოხდა. გადავხტი, აიყვანა ხელში, მერე მეზობლებიც გამოვიდნენ და ბავშვი მობრუნდა, ლაპარაკობდა.” – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. მცირეწლოვანი […]

რუსთავში დედამთილმა რძალს ქუჩაში სცემა

„მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომანქანა ამობრუნდა...“ - ავარია კახეთში

რუსთავში დედამთილმა რძალს ქუჩაში სცემა. „ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XII მიკრორაიონში, ერთერთ ქუჩაზე, 60 წლამდე ქალსა და 30 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დედამთილმა რძალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით დედამთილი პასუხისგებაში მიეცა.