რუსთავში 25 წლის მამაკაცმა მაღაზიიდან ყავა მოიპარა

რუსთავში 25 წლის მამაკაცმა მაღაზიიდან ყავა მოიპარარუსთავში ქურდობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

„ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, XIX მიკრორაიონში, ერთ-ერთ მაღაზიაში, 25 წლამდე მამაკაცმა ძვირადღირებული ყავა მოიპარა.

ფაქტის შესახებ აცნობეს პოლიციას. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შემდეგ სამართალდამცავებმა ბრალდებულის სახით მამაკაცი დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.