ჭდე: ტოკიო

პრემიერმა სუგამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

პრემიერმა სუგამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 22 აგვისტოს ჩათვლით დარჩება. ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე მიიღო. ტოკიოში გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია 13 მაისის შემდეგ. შეგახსენებთ, ტოკიოში 23 ივლისს ოლიმპიადა იწყება, რომელიც 8 აგვისტომდე გაგრძელდება. იპნ

თემურ უგულავამ და ნინი ნებიერიძემ შვილს ტოკიო დაარქვეს

თემურ უგულავამ და ნინი ნებიერიძემ შვილს ტოკიო დაარქვეს

ბიზნესმენ თემურ უგულავას მესამე მეუღლისგან მეორე შვილი შეეძინა. წყვილი რამდენიმე წელია, ერთად ცხოვრობს. მათ უკვე ჰყავთ ბიჭუნა, ახლა კი გოგო შეეძინათ. თემურმა და ნინიმ ახალშობილს ორიგინალური სახელი, ტოკიო დაარქვეს. ნინი ძალიან ლამაზი ფეხმძიმე იყო, როგორც ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ამბობდა, ორსულობის პერიოდში, ძირითადად, სახლში ყოფნას ამჯობინებდა. პირველი ფეხმძიმობისას კი მოდელმა ჯაბა დიასამიძის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც არაჩვეულებრივად […]