პრემიერმა სუგამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

პრემიერმა სუგამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადაიაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობა ძალაში 22 აგვისტოს ჩათვლით დარჩება.

ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე მიიღო. ტოკიოში გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია 13 მაისის შემდეგ.

შეგახსენებთ, ტოკიოში 23 ივლისს ოლიმპიადა იწყება, რომელიც 8 აგვისტომდე გაგრძელდება.

იპნ