ჩემპიონთა ლიგა _ რეალი ბაიერნს შეხვდა, ბარსელონა _ იუვენტუსს

ჩემპიონთა ლიგა _ რეალი ბაიერნს შეხვდა, ბარსელონა _ იუვენტუსსუეფას შტაბ–ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის კენჭისყრა გაიმართა და მეოთხედფინალური წყვილები ცნობილი გახდა. შარშანდელი გამარჯვებული მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება, ხოლო ბარსელონა კი იუვენტუსთან გაარკვევს ურთიერთობას. სხვა წყვილები ასე გამოიყურება:

ბორუსია––მონაკო

იუვენტუსი––ბარსელონა

ბაიერნი––რეალი

ატლეტიკო––ლესტერი

მეოთხედფინალების პირველი მატჩები 11,12 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები კი––18,19 აპრილს. რაც შეეხება ფინალს, ის 3 ივნისს კარდიფში შედგება.