ჩემპიონთა ლიგა _ რეალი ბაიერნს შეხვდა, ბარსელონა _ იუვენტუსს

უეფას შტაბ–ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის კენჭისყრა გაიმართა და მეოთხედფინალური წყვილები ცნობილი გახდა. შარშანდელი გამარჯვებული მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება, ხოლო ბარსელონა კი იუვენტუსთან გაარკვევს ურთიერთობას. სხვა წყვილები ასე გამოიყურება:

ბორუსია––მონაკო

იუვენტუსი––ბარსელონა

ბაიერნი––რეალი

ატლეტიკო––ლესტერი

მეოთხედფინალების პირველი მატჩები 11,12 აპრილს გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრები კი––18,19 აპრილს. რაც შეეხება ფინალს, ის 3 ივნისს კარდიფში შედგება.