გოგა ხაინდრავამ მარგველაშვილს კომედიანტი უწოდა

გოგა ხაინდრავამ მარგველაშვილს კომედიანტი უწოდაგოგა ხაინდრავამ  რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მას კომედიანტი უწოდა.

_ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ზის კიევში, ცდილობს, როგორმე დაბრუნდეს საქართველოში და გააგრძელოს დანაშაულებრივი პოლიტიკა. სწორედ ეს არის რუსთავი 2-ის მიზანიც, ის არის პარტიული რუპორი და არავითარი კავშირი თავისუფალ მედიასთან არ აქვს, რაც ძალიან კარგად იცის ბატონმა იან კელიმ.

ეს ასევე, იცის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რომელიც კომედიანტად გადაიქცა, იმიტომ, რომ ის განცხადებები, რაც გუშინ მომივისმინეთ, სხვას ვერაფერს დაარქმევ თუ არა უნიჭო კომედიანტობას. გიორგი მარგველაშვილი იმ ინსტიტუტების შეურაცხმყოფელად იქცა, რომლის გარანტიც თვითონ უნდა იყოს.

უზენაესი სასამართლოს იმ 9 მოსამართლიდან, რომლებმაც ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის საქმეზე, 4 გიორგი მარგველაშვილის წარდგენიალია, 5 კი _ ნაციონალური მოძრაობის. მათი დამანგრეველი განცხადება გააკეთა მარგველაშვილმა. მისმა სპიკერმა კი მადლობა გადაუხადა იმ ევროპას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველში თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობა, _ განაცხადა კინორეჟისორმა.

მისი თქმით, ეს მარაზმიც აღარ არის, ეს არის პოლიტიკური სიბეცე.

_ ის ჯგუფი, რომელმაც თავი მოიყარა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გაგებაში არ არის, სად ცხოვრებს, რას წარმოადგენს, რა დაავალა ქართველმა ხალხმა. ეს გაუთავებელი კეკლუცობა და პოლიტიკური პატივმოყვარეობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კონსტიტუცია ერთ კაცს არ უნდა ერგებოდეს, ხომ ყველამ კარგად იცის, რომ გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად პიროვნულად არავის არ აურჩევია. ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რომლის სახელი და გვარი იყო გიორგი მარგველაშვილი.

არათუ პრეზიდენტად არ აირჩევენ მომავალში გიორგი მარგველაშვილს, არამედ იმ სასახლის სახლმმართველადაც არ აირჩევენ, სადაც ის ცხოვრობს, _ დასძინა ბ-მა ხაინდრავამ.