“უზრდელობას მოეშვი, თორემ გაგიტყდება ეგ ცხვირი” – ზაქარია ქუცნაშვილი ნიკა გვარამიას დაემუქრა – ვიდეო

"უზრდელობას მოეშვი, თორემ გაგიტყდება ეგ ცხვირი" - ზაქარია ქუცნაშვილი ნიკა გვარამიას დაემუქრა – ვიდეოგუშინ რუსთავი 2–ის გადაცემა არჩევანში ნიკა გვარამიასა და ზაქარია ქუცნაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გვარამიამ ქუცნაშვილს მატყუარა უწოდა, ქუცნაშვილმა კი ტელეკომპანიის გენდირექტორას ასე უპასუხა;

– უზრდელობას მოეშვი, თორემ გაგიტყდება ეგ ცხვირი.

"უზრდელობას მოეშვი, თორემ გაგიტყდება ეგ ცხვირი" - ზაქარია ქუცნაშვილი ნიკა გვარამიას დაემუქრა – ვიდეომან ნიკა გვარამიას მოუწოდა, ჟურნალისტებზე ძალადობას თავი დაანებოს:

– დაანებე ჟურნალისტებზე ძალადობას თავი! ხან კვესიტაძეს შეუვარდები ეთერში, ხან გაბუნიას, ვინ მოგცა უფლება, რომ ქართულ ჟურნალისტიკაზე ძალადობ?! დირექტორის თანამდებობას ბოროტად იყენებ და ძალადობ საკუთარ ჟურნალისტებზე.

ზაქარია ქუცნაშვილმა არჩევანის წამყვან გიორგი გაბუნიასასაც მიმართა:

– გვარამია მთელი ცხოვრება ჟურნალისტებს თავისუფლებას გიზღუდავთ. ეს მთელმა მსოფლიომ იცის.