დიდუბის პანთეონში ჯაბა იოსელიანის საფლავი შეურაცხყვეს და ქვაზე წარწერა დატოვეს – ,,გადამასვენეთ“

დიდუბის პანთეონში ჯაბა იოსელიანის საფლავი შეურაცხყვეს და ქვაზე წარწერა დატოვეს - ,,გადამასვენეთ“დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ჯაბა იოსელიანის საფლავი შეურაცხყვეს. უცნობმა პირმა საღებავით საფლავის ქვაზე დატოვა წარწერა “გადამასვენეთ”. მომხდარის შესახებ პანთეონის ადმინისტრაციისთვის „იმედისგან“ გახდა ცნობილი.დასუფთავების სამსახურმა საფლავი უკვე გაწმინდა და პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნა. დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის დირექტორი ბადრი ქუთათელაძე მომხდარს ხვალინდელ თარიღს უკავშირებს. 10 ივლისი ჯაბა იოსელიანის დაბადების დღეა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჯაბა იოსელიანის საფლავი შეურაცხყვეს.

ჯაბა იოსელიანი დაიბადა 1926 წლის 10 ივლისს, ხაშურში. მისი პოლიტიკური მოღვაწეობა XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების პირველი ნახევრის პერიოდს უკავშირდება. ის იყო საქართველოს სამხედრო საბჭოს წევრი 1992 წლის 6 იანვარიდან ამავე წლის 10 მარტამდე, სამხედრო მეთაური და შეიარაღებული ფორმირება „მხედრიონი“-ის დამაარსებელი (1989 წელს) და ლიდერი.

ჯაბა იოსელიანი გარდაიცვალა 2003 წლის 4 მარტს, თბილისში.