ამის შესახებ “საქმის კურსს” Yandex Taxi-ის ქართულ წარმომადგენლობაში განუცხადეს.
რუსული კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენელი თეიმურაზ ხმელიძე ამბობს, რომ დღეს მგზავრობის ტარიფი საბაზრო ფასებს შეესაბამება.
კომპანია არ იღებს ქართული კომპანიების პრეტენზიებს მის მიმართ და აცხადებს, რომ ადგილობრივი კომპანიები არაეფექტურად მუშაობენ.
– Yandex მუშაობს უფრო ეფექტურად, ვიდრე სხვა კომპანიები. ეს გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ ვიყენებთ უახლეს ტექნოლოგიებს. Yandex-ს აქვს ყველაზე დახვეწილი აპლიკაცია და ეს იძლევა საშუალებას, რომ მძღოლებმა თავიანთი მარგი ქმედების კოეფიციქნეტი გაზარდონ. „იანდექსის“ მძღოლები როგორც კი ასრულებენ შეკვეთას, მაშინვე იღებენ ახალს, მაშინ, როდესაც სხვა კომპანიის მძღოლები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ მგზავრის გარეშე. შესაბამისად, მათ აქვთ მაღალი ხარჯები საწვავზე და მანქანის ცვეთაზე, რომლის ამოღებაც უწევთ შემდგომი რამდენიმე მგზავრიდან.
“იანდექსს” კი არ აქვს დაბალი ფასები, უბრალოდ, მათ აქვთ მაღალი ფასები. იმის გამო, რომ არიან დაბალეფექტურები, – აცხადებს თეიმურაზ ხმელიძე.
Yandex: ერთ კილომეტრზე მგზავრობის საშუალო ღირებულება 10-15 თეთრს არ აჭარბებს