საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი დაასახელა. გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება.
არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება. აღნიშნული დოჯკუმენტი კონტრასიგნაციისთვის გიორგი კვირიკაშვილის ადმინისტრაციას გაეგზავნა.

