გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი დაასახელა. გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება.

არჩევნების თარიღის დანიშვნას პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება. აღნიშნული დოჯკუმენტი კონტრასიგნაციისთვის გიორგი კვირიკაშვილის ადმინისტრაციას გაეგზავნა.