ანტონიო კონტე სუონსისთან შეხვედრის დროს გააძევეს

ანტონიო კონტე სუონსისთან შეხვედრის დროს გააძევესლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე სუონსისთან შეხვედრის დროს მსაჯმა ტრიბუნაზე გააძევა და კონტეს იქიდან მოუწია თამაშისთვის თვალყურის დევნება. მატჩის შემდეგ კონტემ განაცხადა, რომ ის არასწორად მოიქცა და ამის გამო მან მსაჯს ბოდიშიც მოუხადა.

”გაღიზიანებული ვიყავი იმის გამო რომ მეტოქე გუნდი დროს იყვანდა და ამის გამო თავი ვერ შევიკავე. ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი და მსაჯებს ბოდიშიც მოვუხადე. მიხარია რომ ჩელსიმ გაიმარჯვა”–განაცხადა ანტონიო კონტემ.

ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენმატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებს ანტონიო კონტე.