ბაკურ სვანიძემ შს მინისტრ გიორგი გახარიას მიმართვა გაუგზავნა:
“ოფიციალური მიმართვა
შ ი ნ ა გ ა ნ საქმეთა მ ი ნ ი ს ტ რ ს,
ბატონ გიორგი გ ა ხ ა რ ი ა ს!
ბატონო მინისტრო, მოგმართავთ პ ო ე ტ ი, ჟურნალისტი და ყოფილი პ ო ლ ი ც ი ე ლ ი (პოლიციის ო ფ ი ც ე რ ი )
ბაკურ ს ვ ა ნ ი ძ ე.
არასოდეს საკუთარი თავისთვის ასე საჯაროდ და სახალხოდ “პ ო ე ტ ი” არ მიწოდებია. მაგრამ ახლა ზოგიერთი თავხედის თავხედური განცხადების გამო, იძულებული ვხდები ასეთი ტონით ვილაპარკო.
ბატონო მინისტრო!
მე წავიკითხე ე.წ. “თანამედროვე ქართველი პოეტების და მწერლების” უტიფარი მ უ ქ ა რ ასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პირადად მ ი ნ ი ს ტ რ ი ს ა და ჩვენი პ ო ლ ი ც ი ი ს მიმართ!
მინდა გითხრათ, რომ ეს არის აღმაშფოთებელი, უნამუსო და შ ა ნ ტ ა ჟ ი ს შემცველი განცხადება. განცხადების ავტორები გემუქრებიან იმით, რაც მათი აზრით, თქვენზე უკეთ ეხერხებათ:
ანუ, გაშანტაჟებენ, რომ თუკი თქვენ მათ ჭკუაზე არ გაივლით და ბ ო დ ი შ ს არ მოიხდით, ანუ თუ პოლიცია არ “დაჩმორდება” და “პოეტების და მწერლების” ერთი ო დ ი ო ზ უ რ ი ჯგუფის ნება-სურვილზე არ “იხუნტრუცებს”, მაშინ ისინი პოლიციას აიგდებენ მ ა ს ხ რ ა დ, მოაწყობენ პ ე რ ფ ო რ მ ა ნ ე ბ ს, გააკეთებენ შ ა რ ჟ ე ბ ს, ტელევიზიების მეშვეობით დაგცინებენ და ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ა შ ი თქვენ დისკრედიტაციას მოახდნენ!
ეს არის ყოვლად უ ღ ი რ ს ი შანტაჟი!
ბატონო მინისტრო, მე მზადყოფნას გამოვთქვამ დავიცვა ჩვენი პოლიცია ასეთი შანტაჟისტების თავდსახმებისგან!
პირველ რიგში, მათი მხრიდან თავხედობაა იმის წარმოჩენა, რომ თოთქოს ისინი არიან საქართველოში ხ ე ლ ო ვ ა ნ თ ა ყველაზე “გ ა მ ო ჩ ე ნ ი ლ ი” ჯგუფი და ხალხზე მათ დიდი გავლენა აქვთ!
პ ი რ ი ქ ი თ – მინდა იცოდეთ, რომ ეს არის საზოგადოებისთვის ყოვლად მ ი უ ღ ე ბ ე ლ ი და ოდიოზური პერსონების ჯგუფი, რომელმაც რატომღაც მოიპოვა “ზევიდან” მხარდაჭერა.
სავარაუდოდ, ეს მათი ა ნ ტ ი ე რ ო ვ ნ უ ლ ი და ასე ვთქვათ, ე.წ. “ლიბერალური” შეხედულებეის გამოა! მინდა გითხრათ, რომ მ თ ა ვ რ ო ბ ა მწარედ ცდება, როდესაც ამათ ასე ძალიან “აჯეჯილებს”.
მე მუდამ ვამბობდი, რომ მთავრობა ამ შეცდომას ძალიან მწარედ იწვნევს! და ეს ნ ა გ ა ვ ი ადამიანები უკან მიუბრუნდებიან მას!
ეს ყოველივე მახსენებს 2003 წლამდე არსებულ სიტუაციას, როდესაც ბ ო კ ე რ ი ა – მერაბიშვილის ჯგუფმა სწორედ პოლიციის კ ო მ პ რ ო მ ე ტ ა ც ი ა ზ ე ააგო ძირითადი საფუძველი ე,.წ. “ვარდების რევოლუციისა” და ვითომდა პოლიციისაგან დაჩაგრული მოქალაქების დაცვის საბაბით შეძლეს მასის მიმხრობა და მათი მ ო ტ ყ უ ე ბ ა!
მაშინ მე პირადად მ ც ე მ ა პოლიციამ, მაგრამ მაინც არ ავყევი ბოკერიას დემაგოგიას და მისგან შემოთავაზების მიუხედავად, არ შევედი იმ ნ ა გ ა ვ შ ი, რასაც შემდგომ
“პოლიციისგან ადამიანების დამცველების” მხრიდან პ ა ტ ი მ რ ე ბ ი ს წამება და დ ა ხ ვ რ ე ტ ე ბ ი მოჰყვა!
აქვე გეტყვით, რომ პოლიციის მიერ უფლების გადაჭარბება მართლაც ხდება და ეს პრობლემაც მისახედია!
სწორედ ეს გამოიყენეს მაშინ ბ ო რ ო ტ ა დ ხსენებულმა ჯგუფებმა და ახლაც სწორედ ამის ბოროტად გამოყენებას ცდილობენ!
მე სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობდი მაშინ შსს-ში.
თუ თქვენ ამას დროზე არ მიხედავთ, ეს თქვენთვისაც და ქვეყნისთვისაც ს ა ვ ა ლ ა ლ ო შედეგებს გამოიღებს!
ბატონო მინისტრო! პირდაპირ მოგმართავთ!
არავისზე ნაკლები პოეტები და ჟურნალისტები – 100 პროცენტით დაგიდგებით გვერდით და ამ ტ უ ტ უ ც ე ბ ს ვასწავლით როგორ უნდა დ ა ც ი ნ ვ ა, პერფორმანსების მოწყობა, გ ა შ ა რ ჟ ე ბ ა და მასხრად აგდება!
თქვენ ისურვეთ და მე პირადად დაგანახებთ ვის უფრო აიგდებს მასხრად საზოგადოება:
მათ მიერ “გაშარჟებულ” პოლიციელს, თუ ჩვენგან გაშარჟებულ გ ა მ ო თ ა ყ ვ ა ნ ე ბ უ ლ და ამპარტავან “პ ო ე ტ ს” !
ვიმეორებ – ეს გათავხედებული, უტიფარი და რეგვენი ჯგუფი ძალიან მალე არის თავის ადგილზე დასასმელი!
თორემ მათი ა ნ ტ ი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ე ბ რ ი ვ ი საუბარი და ქმედება ძალიან ცუდ შედეგებს მოუტანს ქვეყანას!
ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ყოველივე ამაში!
მიუხედვაად იმისა, რომ არსებული მთავრობის მიმართ არც ისე კეთილად ვარ განწყობილი, მიმაჩნია, რომ ეს ის თემაა, სადაც ყველამ სრული მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ ჩვენს საამაყო პოლიციას!!!!
მზად ვარ შეგხვდეთ და უფრო ვრცლად განვიხილო თქვენთან ეს თემა.
ველი თქვენთან საპასუხო რეაქციას.
პატივისცემით – ბაკურ სვანიძე.”