ბარსელონაში ევროპის უხუცესი ადამიანი, 116 წლის ანა ველა, გარდაიცვალა

ბარსელონაში ევროპის უხუცესი ადამიანი, 116 წლის ანა ველა, გარდაიცვალაევროპის ყველაზე მხცოვანი ქალი ანა ველა ბარსელონაში, მოხუცებულთა თავშესაფარში 116 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Pais-ი წერს.

ანა ველა 1901 წლის ოქტომბერში ანდალუსიაში დაიბადა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში, თითქმის არ ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. ერთ-ერთი მისი ქალიშვილი ამჟამად 90 წლისაა, შვილიშვილი კი – 65-ის.

– ის თავის საწოლში ძილში გარდაიცვალა, – განუცხადეს გამოცემას თავშესაფრის წარმომადგენლებმა.

მანამდე იტალიაში 117 წლისა გარდაიცვალა ემმა მორანო, რომელიც ევროპის ყველაზე ასაკოვან ადამიანად მიიჩნეოდა.

იმედინიუსი