ბარსელონაში ევროპის უხუცესი ადამიანი, 116 წლის ანა ველა, გარდაიცვალა

ევროპის ყველაზე მხცოვანი ქალი ანა ველა ბარსელონაში, მოხუცებულთა თავშესაფარში 116 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Pais-ი წერს.

ანა ველა 1901 წლის ოქტომბერში ანდალუსიაში დაიბადა. მთელი სიცოცხლის განმავლობაში, თითქმის არ ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა. ერთ-ერთი მისი ქალიშვილი ამჟამად 90 წლისაა, შვილიშვილი კი – 65-ის.

– ის თავის საწოლში ძილში გარდაიცვალა, – განუცხადეს გამოცემას თავშესაფრის წარმომადგენლებმა.

მანამდე იტალიაში 117 წლისა გარდაიცვალა ემმა მორანო, რომელიც ევროპის ყველაზე ასაკოვან ადამიანად მიიჩნეოდა.

იმედინიუსი