კომპანია “მაგთიმ” ბოლო ერთ წელიწადში 11 ათასამდე აბონენტი დაკარგა – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტატისტიკის მიხედვით, კომპანიას დღეისთვის მილიონ 981 ათასი მომხმარებელი ჰყავს. წლის დასაწყისში კი ეს ციფრი მილიონ 992 ათასი იყო. ბაზრის მეორე მსხვილმა მოთამაშემ “ჯეოსელმა” გასულ წელს სააბონენტო ბაზა 58 ათასამდე აბონენტით შეივსო, თუმცა 1 მილიონ 783 ათასი მომხმარებლით, კომპანია მაინც მეორე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება “ბილაინს”, კომპანიამ 2017 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი 147 ათასამდე აბონენტი შეიძინა და დღეისათვის 1 მილიონ 349 ათასამდე მომხმარებელი ჰყავს.
აქტიური აბონენტების რაოდენობის გათვალისწინებით სამ კომპანიას შორის ბაზრის წილი შემდეგნაირად ნაწილდება: “მაგთი” 38%, “ჯეოსელი” 35%, “ბილაინი” კი 26%, დარჩენილი 1% კი, საერთაშორისო ოპერატორები “ჯი მობაილი” და “გლობალ სელი” ინაწილებენ.
ბოლო მონაცემებით, დღეისთვის ქვეყანაში 5 მილიონ 132 ათასი აქტიური მობილური ნომერი ფუნქციონირებს, ეს მაჩვენებელი ბოლო 4 წელში ნახევარი მილიონითაა გაზრდილი.
ბიზნესმედია