ყვარელში 10 წლის ბავშვს რკინა დაეცა და მოკლა

ყვარელში 10 წლის ბავშვს რკინა დაეცა და მოკლაყვარლის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 10 წლის მოზარდი ემსხვერპლა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სოფელ ახალსოფელში ბავშვს თანატოლებთან თამაშის დროს რკინის კონსტრუქცია დაეცა. მან დაზიანება გულ-მკერდის არეში მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.