ყვარელში 10 წლის ბავშვს რკინა დაეცა და მოკლა

ყვარლის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 10 წლის მოზარდი ემსხვერპლა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სოფელ ახალსოფელში ბავშვს თანატოლებთან თამაშის დროს რკინის კონსტრუქცია დაეცა. მან დაზიანება გულ-მკერდის არეში მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.