ზუგდიდის რაიონში ხანძარს 35 წლის კაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის რაიონში ხანძარს 35 წლის კაცი ემსხვერპლაზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამულში ხანძარს  35 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთსართულიან ფიცრულ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა და დამწვარია 120 კვ.მ.-ზე მეტი ფართი. სახლში შუახნის კაცი მარტო იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მეხანძრე-მაშველები.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.