ზუგდიდის რაიონში ხანძარს 35 წლის კაცი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ თარგამულში ხანძარს  35 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთსართულიან ფიცრულ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა და დამწვარია 120 კვ.მ.-ზე მეტი ფართი. სახლში შუახნის კაცი მარტო იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მეხანძრე-მაშველები.

ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით.