კიევის საერთაშორისო აეროპორტში ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ძებნილი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, – წერს NewsOne.
მამაკაცზე საერთაშორისო ძებნა გერმანიის პოლიციამ გამოაცხადა.
„დამნაშავე იმ მგზავრებს შორის იყო, რომლებიც თბილისის რეისს ელოდნენ“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში.
დაკავებული პირი უკრაინის ეროვნულ პოლიციას გადასცეს, მისი დაკავების შესახებ კიევში ინტერპოლის უკრაინის ბიუროსაც აცნობეს.
პირველი

