კიევის აეროპორტში გერმანიის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

კიევის საერთაშორისო აეროპორტში ინტერპოლის მიერ მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ძებნილი უკრაინის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, – წერს NewsOne.

მამაკაცზე საერთაშორისო ძებნა გერმანიის პოლიციამ გამოაცხადა.

„დამნაშავე იმ მგზავრებს შორის იყო, რომლებიც თბილისის რეისს ელოდნენ“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში.

დაკავებული პირი უკრაინის ეროვნულ პოლიციას გადასცეს, მისი დაკავების შესახებ კიევში ინტერპოლის უკრაინის ბიუროსაც აცნობეს.

პირველი