რიკოთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცეცხლგაჩენილი თხევადი აირის ცისტერნის მძღოლი გარდაიცვალა. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე აცხადებს.
ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო ავტოცისტერნა და 50 მეხანძრე-მაშველი. სახანძრო სამაშველო ბრიგადა. სოფელ ხევში მდებარე რესტორნიდან, უსაფრთხოების მიზნით, ხდება სტუმრების და თანამშრომლების ევაკუაცია.
აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ავტროსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ვლადიმერ ჯღამაძემ ჟურალისტებთან საუბრისას მანქანის შესაძლო აფეთქება არ გამორიცხა.
გარდაცვლილის იდენტიფიკაცია ამ დროისთვის არ მომხდარა.
გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
იმედინიუსი

