ზესტაფონთან გზა გადაკეტილია – რიკოთზე ბენზინმზიდზე გაჩენილი ცეცხლი ტყეზეც გადავიდა

რიკოთის უღელტეხილზე ხანძართან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

კერძოდ, ცეცხლი ბენზინმზიდს გაუჩნდა. ამის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყის ნაწილსაც.

დაშავდა ბენზინმზიდის მძღოლი.

როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ცეცხლის ჩაქრობას 6 სახანძრო ცდილობს.

შემთხვევის გამო, ზესტაფონში გზა გადაკეტილია და თბილისისკენ მიმავალ მგზავრებს საპატრულო პოლიცია საჩხერის გავლით სთავაზობს გზის გაგრძელებას.