დალი ჩიტალაძემ 55 წელი დათუნა სულიკაშვილის ყვითელ კაბაში აღნიშნა

დალი ჩიტალაძემ 55 წელი დათუნა სულიკაშვილის ყვითელ კაბაში აღნიშნამოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე 55 წლის გახდა. დაბადების დღე მეგობრულ წრეში აღნიშნა. თვლის, რომ მთავარია ის განწყობა სამყაროს მიმართ, რომელიც გვაძლევს ახალგაზრდულ ენერგიასა და სტიმულს.

როგორც დალიმ “მუზიკ ბოქსთან” საუბარში აღნიშნა: ბედნიერია იმით, რომ წლები ემატება და თვლის, რომ ღვთისგან ბოძებული დიდი მადლია დაბერება, იმ ბედნიერების შეგრძნება რასაც ამ ქვეყნად ცხოვრება ჰქვია.

სტუმრებს შორის იყვნენ ნინა და გუგა კუზანოვები, ია ფარულავა, ზალიკო ბერგერი, კრისტი ყიფშიძე, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი და კიდევ სხვა უამრავი ჩვენთვის ცნობილი ადამიანი. მათ ერთ სივრცეში თავი საერთო მიზნით მოიყარეს.

ქართველმა მოდის ექსპერტმა არჩევანი დათუნა სულიკაშვილის ყვითელ კაბაზე შეაჩერა. ყვითელი იყო რესტორნის ინტერიერიც.

მუზიკბოქსი