თბილისში, ფიფიას ქუჩაზე, სატვირთო ავტომანქანა დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არსებობდა მეორე სატვირთო ავტომანქანაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
პირველი არხი

