თბილისში, ფიფიას ქუჩაზე, სატვირთო ავტომანქანა დაიწვა

თბილისში, ფიფიას ქუჩაზე, სატვირთო ავტომანქანა დაიწვა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არსებობდა მეორე სატვირთო ავტომანქანაზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა​.

პირველი არხი