ფეიქრიშვილების მკვლელობისთვის მამა-შვილი ნიკოლოზ და გიორგი აბულაძეები საქართველოდან გაქცევის დროს დააკავეს

ფეიქრიშვილების მკვლელობისთვის მამა-შვილი ნიკოლოზ და გიორგი აბულაძეები საქართველოდან გაქცევის დროს დააკავესწავკისში მომხდარი საზარელი მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულები დააკავეს. როგორც ირკვევა, 26 წლის ლექსო და 28 წლის დათო ფეიქრიშვილების განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის დაკავებულთაგან 2 მამა-შვილია.
პოლიციამ 27 წლის გიორგი აბულაძე მაშინ დააკავა, როცა ის 46 წლის მამასთან, ნიკოლოზ აბულაძესთან ერთად ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით სამართალდამცავებმა დააკავეს აბულაძეების ოჯახის ახლობელი 25 წლის ანრი ყურაშვილიც.

ამასთან, გარდაცვლილთა ბიძაშვილი, ლუკა ფეიქრიშვილი, აცხადებს, რომ ლექსოს (ერთ-ერთი მოკლული) ნიკოლოზ აბულაძე იჭერდა, გიორგი აბულაძე კი მას დანით სასიკვდილო ჭრილობებს აყენებდა.

მისივე ინფორმაციით, მამა-შვილი ადრე მკვლელობისთვის იხდიდნენ სასჯელს და მათ ციხე შეწყალების საფუძველზე დატოვეს.

ნიუპოსტი