ლუკა ფეიქრიშვილი – ”მამა იჭერდა ლექსოს და შვილი უკნიდან ჩეხავდა, მკვლელის მამა შეწყალებით არის გამოსული”

ლუკა ფეიქრიშვილი - ”მამა იჭერდა ლექსოს და შვილი უკნიდან ჩეხავდა, მკვლელის მამა შეწყალებით არის გამოსული”წავკისში მოკლული დათო და ლექსო ფეიქრიშვილების ახლო ნათესავი, ლუკა ფეიქრიშვილი სასტიკი მკვლელობის შესახებ წერს.

მოკლული ბიჭების ბიძაშვილი ამბობს, რომ დაკავებული სამი პირისგან ორი მამა-შვილია:

“დაკავებულია სამი პიროვნება, აქედან ორი მამა და შვილია, მამა იჭერდა ლექსოს და შვილი უკნიდან ჩეხავდა, შეწყალებით არის გამოსული მკვლელის მამა და ბავშვის მკვლელობაზეა ნაჯდომი” – აცხადებს ფეიქრიშვილი.

სასტიკი მკვლელობა კვირას მოხდა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მანქანის სარკის დაზიანების გამო დაიწყო და ლექსო და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობით დასრულდა. ორივე ხანჯლით აჩეხეს. მძიმედ არის დაჭრილი კიდევ ორი პირი.

შს სამინისტრომ მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავა.

ნიუპოსტი