ესპანეთში 100 მეტრიან ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ჟულიენის ცხედარი იპოვეს

ესპანეთში 100 მეტრიან ჭაში ჩავარდნილი 2 წლის ჟულიენის ცხედარი იპოვესესპანეთში დაკარგული 2 წლის პატარა ჟულიენის ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია ქალაქ მალაგის მახლობლად 23 იანვრის შემდეგ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობდა.

პატარა ბიჭი 25 სანტიმეტრის სიგანის და 100 მეტრის სიღრმის ხვრელში იმ დროს ჩავარდა, როდესაც ოჯახი პიკნიკზე იმყოფებოდა.

მაშველებმა ბავშვთან მისაღწევად პარალელური გვირაბი გათხარეს, ცხედარს კი მხოლოდ დღეს გამთენიას მიაკვლიეს.

გამოძიება ვარაუდობს, რომ ადგილზე ერთი თვის წინ ამოთხრილი ხვრელი დაულუქავი იყო, თუმცა ბიზნესმენი, რომელსაც სამუშაოები აწარმოა, ამ ინფორმაციას უარყოფს.

რუსთავი 2