გიორგი მღებრიშვილი – “პატარა ჟულიენის გადასარჩენად, რომელიც 100 მეტრი სიღრმის ჭაში ჩავარდა, ესპანელებმა მთა მოჭრეს!”

გიორგი მღებრიშვილი - "პატარა ჟულიენის გადასარჩენად, რომელიც 100 მეტრი სიღრმის ჭაში ჩავარდა, ესპანელებმა მთა მოჭრეს!"გიორგი მღებრიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ესპანეთში რაღაც წარმოუდგენელი დრამა ტრიალებს. ათი დღეა ცდილობენ გადაარჩინონ პატარა ბავშვი ჟულიენი, რომელიც 100 მეტრის (!) დიახ, 100 მეტრის სიღრმის ჭაში (თხრილში) ჩავარდა. ეს ჭა სულ 20 სანტიმეტრის დიამეტრისაა. ჟულიენის გადასარჩენად წარმოუდგენელი საინჟირნო სამუშაოები მიდის 24 საათი.
მთა მოჭრეს! ათობით ბულდოზერის მეშვეობით დაახ. 30 მეტრზე. ამ ჭის პარალელურად გააკეთეს 1 მეტრის დიამეტრის ხვრელი. ჩავიდნენ იმ ჭის ას მეტრიან ნიშნულამდე. ჩაუშვეს ამ ხვრელში მილები, მილებში კაფსულით 8 მაშველი და ეს მაშველები ამ წუთში ხელით თხრიან მიწას სადღაც ჯურღმულში, რომ მიაღწიონ ბავშვამდე. სულ 4 მეტრის სიგრძის გვირაბი უნდა გათხარონ. ანუ ბავშვის სიღრმეზე იმყოფებიან, მისგან 4 მეტრის დაშორებით.
წარმოდგენაც კი მზარავს.
არ იციან ბავშვი ცოცხალია თუ მკვდარი.
ამ ოპერაციაში მონაწილეობს მთელი სახელმწიფო, ეხმარებიან სხვა ქვეყნები.
რაღაც სასწაული ხდება.
თანხებზე, ტექნიკურ საშუალებებზე, ბულდოზერებზე, დანადგარებზე, ბურღებზე, რომლითაც სადღაც 70 მეტრის სიღრმის თხრილი გააკეთეს, (ზედა 30 მეტრი ბულდოზერებით მოჭრეს როგორც გითხარით) უკვე აღარაა საუბარი. მილიონებზეა ანგარიში.
ერთი ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად, ბავშვი რომელიც 100 მეტრის ღრმულში ჩავარდა და წარმოიდგინეთ როგორია მისი გადარჩენის შანსი, თან ათი დღეა გასული. უწყლოდ, უსაჭმელოდ.
მიუხედავად ამისა მცდელობა ერთი წუთითაც არ ჩერდება.
ქვეყანა პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალყურს მოვლენებს.
იმ სოფლის მცხოვრებლები კი ქუჩაში არიან გამოსული და სასწაულს ელოდებიან.
ღმერთო გადაარჩინე პატარა ჟულიენი.

ასეთ ქვეყანაში, ასეთ საქართველოში ცხოვრება მინდა მე.

ის ვინც გადაარჩენს ერთ სიცოცხლეს, გადაარჩენს მთელ სამყაროს. გიორგი მღებრიშვილი - "პატარა ჟულიენის გადასარჩენად, რომელიც 100 მეტრი სიღრმის ჭაში ჩავარდა, ესპანელებმა მთა მოჭრეს!"