პოლიტიკურ კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა შესაძლოა, ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვონ. მართალია, ამ სამი ადამიანსა და „ოცნებას“ შორის შავმა კატა კარგა ხნის წინ გაირბინა, მაგრამ სამეული „ოცნების“ დატოვებას არ ჩქარობდა, თუმცას პოლიტსაბჭოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც უვადო მოსამართლეებზე ბესელიას კანონპროექტი საბოლოოდ დაიბლოკა, სამეულს უმრავლესობის დღესვე დატოვების გადაწყვეტილება მიაღებინა.
ასევე, არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ ზემოხსენებული კანონპროექტის სხვა ინიცატორები უმრვალესობას უახლოეს მომავალში დატოვებენ და ყველა ერთად პარლამენტში ახალ ფრაქციას შექმნის.
ნიუპოსტი