სალომე ებრალიძემ ფეისბუქში დაწერა:
“ვერ ვიტან სტატუსების წერას მაგრამ ამჯერად უნდა დავწერო! დღეს ისეთი ტაქსის მძღოლი შემხვდა სტრავინსკის უსმენდა ბოლო ხმაზე რაზეც მე ბურნი რეაქცია მქონდა და ავღნიშნე რა მაგარია ასეთ მუსიკას რომ უსმენთთქო! რაზეც მიპასუხა მე ბრამსი მიყვარსო!😅 და თქვენ თუ ბრამსს არ უსმენთ ფრანსუაზა საგანის “любите ли вы Брамса?” გეცოდინებაო….ამაზე საერთოდ ამოვტრიალდი და კინაღამ ვუთხარი გამოიხედე რა ფერის თვალები გაქვს მაინტერესებსთქო მაგრამ ამის მაგივრად საიდან ასეთი განათლებამეთქი და ამას მოყვა წარსული რეგალიების ჩამოთვლა და 1993 წელს რაღაც წოდება მომანიჭესო და თქვენ დაბადებული იყავით 1993 წელსო? 😅😅😅😅 ამაზე ვუპასუხე კი როგორ არა დაბადებულიც ვიყავი და შვილიც გაჩენილიმყავდა უკვეთქო და იმან ასე მითხრა მე 52წლის ვარ და ცოლიც არ მომიყვანია ჯერო😅😅ცოტა დამაკლდა რომ მეთქვა პრინციპში შენ გელოდებოდი მთელი ცხოვრებათქო მაგრამ ამის მაგივრად მე სნობმა და მეშჩანმა გადავუხადე ზედმეტი ფული და გადმოვედი მანქანიდან! ✌🏻 #მიყვარსთბილისი#”