ეს ბიჭი სინამდვილეში 25 წლისაა – მას არ შეუძლია ჭამა და 20 საათი წვეთოვანი უდგას

ეს ბიჭი სინამდვილეში 25 წლისაა - მას არ შეუძლია ჭამა და 20 საათი წვეთოვანი უდგასეს ტო­მაშ ნა­დოლ­სკია, პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ ოლეს­ნი­ცის მკვიდ­რი. მარ­თა­ლია, ის 12 წლის ბიჭს ჰგავს, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში 25 წლი­საა. მას უიშ­ვი­ა­თე­სი და­ა­ვა­დე­ბა აქვს – ფაბ­რი. სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბის გამო გა­მუდ­მე­ბით იყე­ნებს მორ­ფის ფირ­ფი­ტებს და სხვა ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს. არ შე­უძ­ლია ჭამა და დღე-ღა­მე­ში 20 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წვე­თო­ვა­ნი აქვს მი­ერ­თე­ბუ­ლი, დე­ფორ­მი­რე­ბულ ფე­ხის ტერ­ფებ­ზე კი სპე­ცი­ა­ლუ­რი ორ­თო­პე­დი­უ­ლი ფეხ­საც­მე­ლი აც­ვია.

და­ა­ვა­დე­ბა მა­შინ გა­მოვ­ლინ­და, როცა ბიჭი შვი­დი წლის იყო. მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ე­წყო მუც­ლის ტკი­ვი­ლე­ბი, გუ­ლის­რე­ვა, ხე­ლე­ბის და ფე­ხე­ბის ტკი­ვი­ლი. ექი­მებს ეგო­ნათ, რომ ფსი­ქი­კუ­რი აშ­ლი­ლო­ბა ჰქონ­და, ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი კი არ­ც ი­სე დიდი ხა­ნია, და­უს­ვეს.

ბავ­შვუ­რი გა­რეგ­ნო­ბა ტო­მაშს დიდ პრობ­ლე­მებს უქ­მნის. ნა­თე­სა­ვებ­თან გა­უ­ფუჭ­და ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან ბავ­შვი­ვით ექ­ცე­ოდ­ნენ. არც უცხო ადა­მი­ა­ნებს სჯე­რათ, რომ 25 წლი­საა. ხში­რად იმა­შიც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, რომ სა­ბუ­თე­ბი აქვს გა­ყალ­ბე­ბუ­ლი. ახლა სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯზე ცხოვ­რობს – ყო­ველ­თვე კომ­პენ­სა­ცი­ას იღებს. მისი მკურ­ნა­ლო­ბა არც ისე იაფი ჯდე­ბა და ხში­რად სჭირ­დე­ბა ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა.

და­ა­ვა­დე­ბა ფაბ­რი, რო­მელ­საც ასე­ვე ან­დერ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა­საც უწო­დე­ბენ, თან­და­ყო­ლი­ლი უკ­მა­რი­სო­ბაა ფერ­მენ­ტის, რო­მე­ლიც პა­სუ­ხისმგე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი სა­ხე­ო­ბის ცხი­მე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბა­ზე. შე­დე­გად ეს ცხი­მე­ბი სის­ხლძარ­ღვებ­ში გროვ­დე­ბა და ორ­გა­ნო­ე­ბის ნორ­მა­ლურ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას არ­ღვევს. ფაბ­რის და­ა­ვა­დე­ბა სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად ვლინ­დე­ბა, ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი უჩი­ვის ტკი­ვი­ლებს, თავ­ბრუს­ხვე­ვას, სწრაფ დაღ­ლას, გუ­ლი­სა და თირკმლის პრობ­ლე­მებს, ხში­რად მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნა­ად­რე­ვი ინ­სულ­ტე­ბიც.

 ამბები