უნივერსიტეტის ქუჩაზე მკლავჭიდელთა დარბაზში პოლიცია მობილიზებული. ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, წაღებულია ელექტროტექნიკა და ყველა ინვენტარი, რომლითაც სპორტსმენები ვარჯიშობენ.
ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ სავარჯიშო დარბაზიდან ნივთები სოსო ჯაჭვლიანმა წაიღო და ეს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
“გავიგე, რომ თურმე სოსო ჯაჭვლიანის ხელი ურევია ამაში. ასე მოსულა და წაუღია ჩემი სპორტული დარბაზიდან ინვენტარი. გაუტეხიათ კარები და წაიღო”-ამბობს ფედერაციის პრეზიდენტი, ერეკლე გურჩიანი.
ერეკლე გურჩიანის თქმით, მასსა და ჯაჭვლიანს შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება.
გურჩიანის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ჯაჭვლიანი პოლიტიკაში მოვიდა, მან გურჩიანს არაერთი პრობლემა შეუქმნა.