ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორები ლგბტ თემის წევრთა გადაღებაზე უარის თქმის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორები ლგბტ თემის წევრთა გადაღებაზე უარის თქმის გამო სამსახურიდან გაათავისუფლესტელეკომპანია “პირველიდან” ყველა ოპერატორი გაათავისუფლეს, ამის შესახებ ტელევიზიის ერთ-ერთი თანამშრომელი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს და კოლეგევისგან ითხოვს სოლიდარობას:

“სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს და თავისი საქმის პროფესიონალებს!!! ბიჭებო თქვენ არ ხართ მარტო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!!! თხოვნა იქნება რომ გააზიაროთ, რათა ყველამ ნახოს რომ ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ”!

სააგენტო “ლიდერის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით ტელეკომპანია “პირველის” ორმა ოპერატორმა უარი განაცხადა “ელგებეტე” თემის წევრთა გადაღებაზე და ისინი მყისიერად დაითხოვეს სამსახურიდან. ამას მოჰყვა დანარჩენი ოპერატორების პროტესტი, რაზეც ასევე მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება ტელევიზიის ხელმძღვანელობამ და ისინიც გაუშვეს.

მარშალპრესი