უჩა ძოძუაშვილი – “დელტა” ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს

უჩა ძოძუაშვილი - “დელტა” ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს“დელტა” ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს.

ამის შესახებ “დელტას” ხელმძღვანელმა უჩა ძოძუაშვილმა გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, წელს ამ საწარმოს გახსნაში 5-6 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„დელტას საწარმოო შესაძლებლობები ყოველდღიურად იზრდება. დამატებით იხსნება „დელტას“ ტერიტორიაზე ახალი საწარმო, კრიტიკულად განსხვავებული საწარმო ხაზი. თანამშრომლების მხრიდან ჩვენ უკვე დიდი დაინტერესება გვაქვს, რომ ამ ახალ წარმოებაში ჩაერთონ, იმიტომ რომ აქ უკვე სხვა შეიარაღებასთან გვაქვს საქმე.

სხვა ტიპის პროდუქციის წარმოება იგეგმება, უფრო მაღალგაბარიტიანი, მაღალი სიზუსტის პროდუქციაზეა საუბარი. ამ მიმართულებით ვცდილობთ, ინვესტიცია ჩვენ თვითონ განვახორციელოთ. საუბარია, 5-6 მილიონი ლარის ინვესტიციაზე. იმ საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენს სისტემაზე მოახდინონ თავიანთი კომპონენტების ინტეგრაცია, მათი მხრივ, ყოველთვის არის შემოთავაზება იმისა, რომ გააკეთონ გარკვეული ტიპის ლოკალიზაცია ინტეგრაციის მხრივ მაინც“, – ამბობს “დელტას“ ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი.

ბიემჯი