25 წლის გიგი გეგეჭკორს ისევ ეძებენ

25 წლის გიგი გეგეჭკორს ისევ ეძებენოჯახის წევრები და სამართალდამცველები უკვე მეოთხე დღეა 25 წლის გიგი გეგეჭკორს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, გიგი გეგეჭკორი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში იმყოფებოდა. 9 მარტს, დაახლოებით ღამის 10 საათზე მან გამვლელი ავტომანქანა გააჩერა და სავარაუდოდ, გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით წავიდა.

როგორ „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები. გამოკითხულები არიან გიგი გეგეჭკორის მეგობრები, რომლებიც 9 მარტის საღამოს მასთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდნენ.

გიგი გეგეჭკორის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებენ და დახმარებას ითხოვენ.

რეგინფო