25 წლის გიგი გეგეჭკორს ისევ ეძებენ

ოჯახის წევრები და სამართალდამცველები უკვე მეოთხე დღეა 25 წლის გიგი გეგეჭკორს ეძებენ. ოჯახის ინფორმაციით, გიგი გეგეჭკორი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში იმყოფებოდა. 9 მარტს, დაახლოებით ღამის 10 საათზე მან გამვლელი ავტომანქანა გააჩერა და სავარაუდოდ, გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით წავიდა.

როგორ „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინარეობს ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები. გამოკითხულები არიან გიგი გეგეჭკორის მეგობრები, რომლებიც 9 მარტის საღამოს მასთან ერთად სუფრაზე იმყოფებოდნენ.

გიგი გეგეჭკორის ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებენ და დახმარებას ითხოვენ.

რეგინფო