რეჟისორი და სცენარის ავტორი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში მის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე “ხიდი” მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა.
ბადურაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ეროვნული კინოცენტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს და ოჯახს მწუხარებას უცხადებს.