ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალარეჟისორი და სცენარის ავტორი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში მის ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე “ხიდი” მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა.

ბადურაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ეროვნული კინოცენტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს და ოჯახს მწუხარებას უცხადებს.