გიორგი ვარდოსანიძე – “მოღალატე ხარ, ესე მარტო როგორ დამტოვე!!!”

გიორგი ვარდოსანიძე - “მოღალატე ხარ, ესე მარტო როგორ დამტოვე!!!”მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძის ეს პოსტი გულგრილს არავის დატოვებს. ერთი შეხედვით, თითქოს პირად ტკივილს გვიზიარებს, თუმცა წაიკითხეთ ბოლომდე – ეს უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ოჯახური ამბავი.

“წერა არასოდეს მეხერხებოდა. ყოველთვის მერჩივნა, ჩემი გრძნობები სიტყვით გამომეხატა . არც ეხლა ვიცი, იმის დაწერას თუ შევძლებ, რაც ჩემში დაგროვდა ამ რამდენიმე დღეში …
ორი საათის წინ ბებია დავასაფლავე, რომელიც ჩემთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე ძალიან ბევრი ჩემიანი ერთად აღებული … ბოლო ბებია რომელიც სახეზე მყავდა და ბოლო 80 წლის ჩემი ჭკუის მეგობარი ამ ქვეყანაზე
… არ დავიწყებ იმის მოყოლას, რამხელა ამაგი და სიყვარული ჰქონდა ჩემს მიმართ. ეს ზედმეტად პირადულია და ამით სპეკულირებას ვერ დავიწყებ . სულ სხვა რამ მინდა ვთქვა, თორემ ის, რომ ოჯახის წევრის დაკარგვა მტკივნეული პროცესია, ეს ყველამ კარგად ვიცით .
4 თვე ებრძოდა სიმსივნეს და ყოველდღე სუსტდებოდა. ასე რომ, უეცარი ეს ამბავი ნამდვილად არ იყო .
ბებო დამარცხდა ბრძოლაში . მთელი გზა ჩუმად გამოვიარეთ და სახლშიც მდუმარედ შევედით და დაგვხვდა ის, რაც უნდა დაგვხვედროდა – სამი შვილი, რომელიც ატირებული და ქაოტური იყო, ასევე სხვა ოჯახის წევრები, რომლებიც სხვადასხვა საქმეს აკეთებდნენ …
ამ ქაოსსა და ტკივილში გახვეულს მთავარი ჭირისუფალი დამავიწყდა, რომლიც მხოლოდ მაშინ დავაფიქსირე, როდესაც ბებოს სახეს ხელი შეეხო ..
ეს პაპაჩემი იყო … ადამიანი, რომელმაც ამ ბებოსთან ერთად სამოცი წელი ქორწინებაში და პირველი კლასიდან სიყვარულში გაატარა ..
ის იმ ღამეს საერთოდ მარტო დარჩა ..
მიუხედავად შვილების, უმრავი შვილიშვილების და შვილთაშვილებისა, ის მაინც მარტო დარჩა .
ბებერი თითებით ბებოს თვალებს უხუჭავდა და თან იმეორებდა ” მოღალატე ხარ, ესე მარტო როგორ დამტოვე !!!
ესე მარტო როგორ დამყოვე ”
იმეორებდა და თან სახეზე ეფერებოდა …
ბევრი რამ მინახავს ჩემს ცხოვრებაში ცუდიც და კარგიც მაგრამ პირველად შემშურდა იმაზე მეტად ვიდრე მეტკინა …
თავში ერთადერთი აზრი ამეკვიატა .. სიბერეში როდესაც მეც დავხუჭავ თვალებს
, ნეტავ ჩემს გვერდით თუ იჯდება მოხუცი ქალი რომელიც ამ სიტყვებს ამ
სიმართლით მეტყვის ან პირიქით მე თუ ვეტყვი მას ….
სახლში სიცარიელემ დაისადგურა და პაპასთვის მარტოობის ასი წელი დაიწყო ..
თუმცა ის ყველაზე ბედნიერია რადგან მას ასე უყვარდა და უყვარს …
ბოდიში ალბათ ამდენი სენტიმენტით თავი მოგაწყინეთ თუმცა ერთადერთი რაც
მინდოდა ის იყო რომ ესეთი სიყვარული მესურვა თქვენთვის . გაუბრთხილდით
ბებიებს და ბაბუებს”.
ეს ამბავი თავის დროზე ასიათასობით ადამიანმა წაიკითხა და გულთან მიიტანა. მას მერე დრო გავიდა, მაგრამ ის ემოცია, რაც ასეთ ამბებს მოჰყვება ხოლმე, ადამიანებს ყოველთვის გვჭირდება…

სპორტპოსტი