ნგოლო კანტე: ”ევროპის ლიგა უნდა მოვიგოთ”

ნგოლო კანტე: ”ევროპის ლიგა უნდა მოვიგოთ”ჩელსის ფრანგმა ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ ევროპის ლიგაზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩელსიმ ეს ტურნირი უნდა მოიგოს წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონი წარუმატებლად ჩაითვლება. კანტეს აზრით ევროპის ლიგაში გამარჯვება საკმაოდ პრესტიჟულია:

”ევროპის ლიგის ნახევარფინალში გავედით, რაც უკვე კარგი შედეგია, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ევროპის ლიგა ერთადერთი ტურნირია, სადაც გამარჯვების შანსი გვაქვს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ”.