ვერა ქობალია საქართველოში ჩამოვიდა

ვერა ქობალია საქართველოში ჩამოვიდაეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვერა ქო­ბა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში დრო­ე­ბით დაბ­რუნ­და. ამის მი­ზე­ზი მისი საქ­მი­ა­ნო­ბა და თბი­ლის­ში ახალ­გაზ­რდა გლო­ბა­ლუ­რი ლი­დე­რე­ბის შეკ­რე­ბაა.

ქო­ბა­ლია, რო­მე­ლიც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მთავ­რო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან პოსტს იკა­ვებ­და, დღეს რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მთავ­რო­ბას­თან ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლობს და ამავდრო­უ­ლად, სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა.

ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ფი­ნან­სუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს წევ­რია და ამ­ჟა­მად კა­ნა­დის მთავ­რო­ბას­თან ერ­თად ეკო­ნო­მი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს, პა­რა­ლე­ლუ­რად ჰონგ კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კვლე­ვებს ახორ­ცი­ე­ლებს.

“ბოლო წლე­ბია, რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მთავ­რო­ბებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ. 3 წელი ვმუ­შა­ობ­დი ავ­სტრა­ლი­ის მთავ­რო­ბას­თან, აზი­ა­ში და ბოლო ერთი წე­ლია კა­ნა­დის ად­გი­ლობ­რივ მთავ­რო­ბას­თან British Columbia-ში ვმუ­შა­ობ. ასე­ვე, ვმუ­შა­ობ ჰონგ კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რო­გორც მკვლე­ვა­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბლო­კჩე­ი­ნი­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ, მთავ­რო­ბებ­თან კი ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობ” – აღ­ნიშ­ნა მან AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ქო­ბა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბის ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე ფო­რუმ­ზე ჩა­მო­ვი­და. მისი თქმით, 2012 წლი­დან გეგ­მავ­და მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ახალ­გაზ­რდა მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ნინო ზამ­ბა­ხი­ძეს­თან, ვა­ლე­რი ჩე­ხე­რი­ას­თან და ქეთი ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, სა­ბო­ლო­ოდ მო­ხერ­ხდა ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რე­ბის თბი­ლის­ში ჩა­მოყ­ვა­ნა, რო­მელ­თა შო­რი­საც არი­ან ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, ჰო­ლი­ვუ­დის პრო­დი­უ­სე­რი, ავი­ა­კომ­პა­ნი­ის თავ­ჯდო­მა­რე, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, Talking Tom აპ­ლი­კა­ცი­ის შემ­ქმნელი, მა­ლა­ზი­ელი პო­ლი­ტი­კო­სი და ბევ­რი სხვა.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩვენ­თვის, რომ კომ­პლექ­სუ­რად და­ვა­ნა­ხოთ ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რებს რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ვინც დღეს სა­უბ­რობ­დნენ, წარ­მო­ად­გენ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლურ სა­ხეს, რო­გორც ოპო­ზი­ცი­ას, ასე­ვე პო­ზი­ცი­ას. ხვალ სტუმ­რე­ბი მიგ­ვყავს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე, რად­გან ესეც რე­ა­ლო­ბაა ჩვე­ნი ქვეყ­ნის და იმე­დი გვაქვს, რომ ამ ყვე­ლა­ფერს წა­ი­ღე­ბენ თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში და მო­მა­ვალ­ში უკვე თვი­თონ ჩა­მოვ­ლენ თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სით” – თქვა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა.

ქო­ბა­ლი­ამ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაც შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ 5%-იანი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა საკ­მა­რი­სი არ არის, თუმ­ცა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი იმე­დოვ­ნებს, რომ ვი­თა­რე­ბა პო­ზი­ტი­უ­რად შე­იც­ვლე­ბა.

“რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ჩვენ ყვე­ლას გვეს­მის, რომ 5%-იანი ზრდა არ არის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის საკ­მა­რი­სი და ამა­ზე დღეს იყო სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დოთ პო­ზი­ტი­უ­რად ვუ­ყუ­როთ მო­მა­ვალს და იმე­დია, მო­მა­ვალ­ში ჩვენ კი­დევ უფრო დიდ ნა­ბი­ჯებს გა­დავ­დგამთ”, – გა­ნა­ცხა­და ვერა ქო­ბა­ლი­ამ.

ვერა ქო­ბა­ლია ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის პოსტს 2010 წლის 2 ივ­ლი­სი­დან 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრამ­დე იკა­ვებ­და.